ავტორი:

"გაგვაგონეთ თქვენი ხმა, რომელიც გმობს ომს" - უკრაინის პირველი ლედი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართავს

"გაგვაგონეთ თქვენი ხმა, რომელიც გმობს ომს" - უკრაინის პირველი ლედი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართავს

მოგიწოდებთ, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მოწოდებულია მშვიდობისა და ძმობის ქადაგებისთვის: იყავით იმ ადამიანების ხმა, ვინც დღეს ომს განიცდის! - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს.

მან ორგანიზაციას ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში შუამავლობისკენ და ომისგან გაქცეულ უკრაინელების დახმარებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"მოგიწოდებთ, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მოწოდებულია მშვიდობისა და ძმობის ქადაგებისთვის: იყავით იმ ადამიანების ხმა, ვინც დღეს ომისგან იტანჯება! აცნობეთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობისა და მშვიდობის აღიარების მნიშვნელობაზე, რომელიც ღმერთის რწმენას ეფუძნება. გთხოვ თქვენ და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებს, გაგვაგონეთ თქვენი ხმა, რომელიც გმობს ომს და მოუწოდებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომის დაწყებიდან პირველი ლედი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე მუშაობს. კერძოდ, იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების პირველ ლედებთან უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. ახლა ოლენა ზელენსკას ყურადღება ბავშვებისა და დედებისთვის საჭირო დახმარების გაწევაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზეა გამახვილებულია.