ავტორი:

"რუსმა ოკუპანტებმა მოხუცებულთა თავშესაფარს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 56 ადამიანი ემსხვერპლა" - სერგეი გაიდაი

"რუსმა ოკუპანტებმა მოხუცებულთა თავშესაფარს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 56 ადამიანი ემსხვერპლა" - სერგეი გაიდაი

რუსმა დამპყრობლებმა კრემენნოეში მოხუცებულთა სახლს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 56 ადამიანი გარდაიცვალა, დარჩენილი 15 ადამიანი კი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომლის ინფორმაციით, ფაქტი 11 მარტს მოხდა.

"11 მარტს რუსმა ოკუპანტებმა ცინიკურად და განზრახ, ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს მოხუცებულთა სახლს კრემენნოეში. მიიყვანეს ტანკი, სახლის წინ განათავსეს და სროლა დაიწყეს. 56 ადამიანი გარდაიცვალა, გადარჩენილი 15 მოხუცებული ოკუპანტებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სვატოვოში გადაიყვანეს“, - წერს გაიდაი.

მისივე ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილამდე მისვლა ამ დრომდე შეუძლებელია.