ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რა რაოდენობით პლასტმასს ვიყენებთ ყოველდღიურად? ჯერ კიდევ 60 წლის წინ, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები, მის გარეშე ახერხებდნენ ცხოვრებას, დღეს კი ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ყოველდღიურობა, პლასტმასისგან დამზადებული ნივთების გარეშე, რადგან იმ პროდუქციის ნახევარი, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ, სწორედ პლასტმასისგანაა დამზადებული.
პლასტმასის ნარჩენების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 9 მილიარდ ტონას შეადგენს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. აქედან, მხოლოდ 10% გადამუშავდება, დაახლოებით ამდენივე იწვება, დანარჩენი კი გარემოში ხვდება. პლასტმასის ნარჩენების მთავარი „საწყობი“ მსოფლიო ოკეანეებია. ატლანტის, წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში პლასტმასის ნაგვის კუნძულებია. წყნარ ოკეანეში, დინების მომოქცევის გამო წარმოიქმნა გიგანტური ნაგვის „ლაქა“, რომლის ზომა უკრაინის ტერიტორიას აღემატება. მიწაში მოხვედრილი პლასტმასი წვრილ ნაწილაკებად იშლება და გარემოში მავნე, ტოქსიკურ ქიმიკატებს გამოჰყოფს. ამით კი სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის პლანეტას.
ბევრი ქვეყანა (დღეს უკვე 60-ზე მეტი) ზღუდავს პლასტმასის პროდუქციის წარმოებას. ბრიტანული თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ვეგანურმა ბრენდმა - „ბოდი შოპმა“ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო და პლასტმასის შემცირების მიზნით, საკუთარ მაღაზიებში ახალი შემავსებელი დანადგარები განათავსა. მომხმარებელს შეუძლია მაღაზიაში ერთჯერადად შეიძინოს ალუმინის ბოთლი, პროდუქტის სრულად გამოყენების შემდეგ, მიიტანოს ის „ბოდი შოპის“ ფილიალებში და ხელახლა შეავსოს სასურველი პროდუქტით.
ასეთი სტენდები „ბოდი შოპმა“ 2021 წელს მსოფლიოს 500-მდე ქვეყანაში განათავსა, ხოლო 2022 წელს, კიდევ 300 მაღაზიაში განახორციელებს აღნიშნულ ინიციატივას, რომლითაც სარგებლობა უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია!
„ბოდი შოპის“ შემქმნელს ყოველთვის სჯეროდა რაღაც რევოლუციურის. ჯერ კიდევ 45 წლის წინ, 1976 წელს, ანიტა როდიკმა ქალაქ ბრაიტონში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც თავისი მომხმარებლების ბოთლებს საკუთარი პროდუქციით ავსებდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მას არ ჰქონდა ახალი ბოთლების ყიდვის შესაძლებლობა. ანიტა ომის პერიოდში იზრდებოდა და დროის დიდ ნაწილს დედასთან ერთად, სამზარეულოში ატარებდა. მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ჭურჭლის ხელახალი გამოყენება, შევსება თუ გადამუშავება.
„რატომ უნდა აქციო ჭურჭელი ნარჩენად, როდესაც შეგიძლია მისი შევსება? და რატომ უნდა იყიდო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე გამოიყენებ? ჩვენ ისე ვიქცეოდით, როგორც დედაჩემი იქცეოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ყველაფერს ხელახლა ვიყენებდით, ხელახლა ვავსებდით და რისი გადამუშავებაც შეგვეძლო, ვამუშავებდით. „ბოდი შოპის“ გარემოსდაცვითი აქტივიზმის საფუძველი სწორედ ასეთი იდეებიდან გაჩნდა“ – ამბობდა ანიტა როდიკი.
„ბოდი შოპის“ რევოლუციური კამპანია ქართველ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შეიტანოს წვლილი პლანეტის გადარჩენის მნიშვნელოვან საკითხში. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია „სითი მოლის“ და ბათუმის „ბოდი შოპის“ ფილიალებში.
როგორ უნდა შეუერთდეთ შევსების რევოლუციას
ერთჯერადად ყიდულობთ ალუმინის ბოთლს, ირჩევთ ბრენდის სასურველ პროდუქციას: (შხაპის გელი, შამპუნი, კონდიციონერი ან ხელის დასაბანი საშუალებები), ავსებთ ბოთლს და როდესაც დაცლით, მიიტანთ გარეცხილს მაღაზიაში და შეავსებთ თავიდან. ეს საკმაოდ ადვილი პროცესია! შევსებაზე მარტივი გადასვლით, საშუალოდ 25 ტონა პლასტმასის დაზოგვაა შესაძლებელი ყოველწლიურად.
კომპანიას სურს შთააგონოს და გააძლიეროს ინდივიდები მთელს მსოფლიოში, რათა შეიცვალოს სილამაზის პროდუქტების მოხმარების წესი. აპირებს მოიწვიოს ეკო აქტივისტები, რათა შეუერთდნენ შევსების რევოლუციას და დანერგონ შევსება მათი ახალი, უფრო მდგრადი სილამაზის წესად.
R