უკრაინის საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სუმიში "სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური "ტელეგრამის“ გვერდზე წერს.
მათი ინფორმაციით, ავარიის ლიკვიდირება ადგილობრივი დროით 07:49 საათზე გახდა შესაძლებელი.
"07:49 საათზე ქალაქ სუმიში, ავარია, რომლის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.