საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასიხარულოა ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და პოლიტიკას იზიარეს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ „გორბის“ კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა დადებითად აფასებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას“.
"სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი მოსახლეობის დაცვას. ამიტომ მახარებს ფაქტი, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გაზიარებულია სრულად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.