ავტორი:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარების ვალდებულება რიგ შემთხვევაში უქმდება - სად აღარ მოგიწევთ მისი ტარება?

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარების ვალდებულება რიგ შემთხვევაში უქმდება - სად აღარ მოგიწევთ მისი ტარება?

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება.

"28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.