ავტორი:

"უკრაინაში სატანისტების ლიდერი, კუკური ბარამიძე ჩავიდა" - რუსული ტელეარხის სიუჟეტი დომენიკ მანგოზე და მანგოს გამოხმაურება სოციალურ ქსელში

"უკრაინაში სატანისტების ლიდერი, კუკური ბარამიძე ჩავიდა" - რუსული ტელეარხის სიუჟეტი დომენიკ მანგოზე და მანგოს გამოხმაურება სოციალურ ქსელში

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბლოგერი, დომენიკ მანგო უკვე კვირებია უკრაინაში იმყოფება და ადგილობრივებს ეხმარება ისე, როგორც შეუძლია. მანგო ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას ომის ზონაში არსებულ ვითარებაზე და საზოგადოებას სოციალური ქსელების საშუალებით არაერთ საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

მანგომ რუსული მედიის ყურადღებაც მიიპყრო. მის უკრაინაში ჩასვლას რუსი ჟურნალისტები პროპაგნდისტულად და ისეთ სტილში აშუქებენ, როგორც სჩვევიათ.

  • თავდაპირველად, "ტელეგრამის" რუსულ არხებზე დაწერეს, რომ დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე საქართველოში სატანისტების ლიდერია და სატანისტი ეხმარება უკრაინას რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ტელეგრამზე" ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დომენიკ მანგოს ერთ-ერთმა რუსულმა არხმა სიუჟეტიც მიუძღვნა, სადაც მანგო წარმოჩენილია სატანისტების ლიდერად, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის.

რუსულ მედიაში მსგავსი ნარატივის გავრცელებას სოციალურ ქსელში თავად დომენიკ მანგოც ეხმიანება. მანგო მიიჩნევს, რომ თუ რუსები ამგვარად აალაპარაკე "ე.ი. რაღაცისთვის მიგიღწევია".

"უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა." - ესენი თუ შენზე აალაპარაკე, ე.ი. უკვე რაღაცას მიგიღწევია. ე.ი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამიდგამს და რუსეთიც შემიწუხებია", - წერს დომენიკ მანგო.