ავტორი:

ჟურნალისტ ია მამალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჟურნალისტ ია მამალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

“გურია ნიუსის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ ია მამალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე ფორმის ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.

"ჟურნალისტს, “გურია ნიუსის“ დამფუძნებელს ია მამალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - რამდენიმე კვლევის შედეგად მას დაუდგინა მძიმე ფორმის ონკოლოგიური სიმსივნე, რომლიც სამკურნალოდ და დასამარცხებლად საჭიროა სასწრაფო მკურნალობა! არ არის გამორიცხული, მკურნალობა უცხოეთის კლინიკებში გაგრძელდეს, ამისთვის კი საჭიროა საკმაოდ დიდი თანხები - ოჯახს მთელი ქონება გასაყიდად აქვს გამოტანილი, თუმცა, დღევანდელი ვითარების გამო, გაყიდვა ვერ ხერხდება, დრო კი არ ითმენს! მე პირადად მომსწრე ვარ და მასთან ერთად მიმიღია ქალბატონი ია მამალაძის მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებსა და დახმარებების შეგროვებაში, რის შედეგადაც მრავალი სიცოცხლე გადარჩა! გარდა ამისა, ქალბატონი ია, პირადად მე, და არა მარტო მე, ბევრ დამწყებ ჟურნალისტს დაეხმარა, თავი დაემკვიდრებინა მედიაში და თავისუფალ გარემოში ემუშავა. ნამდვილად, ვერ წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ტექსტის გავრცელება დამჭირდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ არის - თქვენგან გაღებული თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ! აქვე ვდებ საბანკო რეკვიზიტის ნომრებს და მსურველებს შეუძლიათ ჩარიცხონ ნებისმიერი რაოდენობის თანხა." - ვკითხულობთ განცხადებაში.

TBC Bank:

TBCBGE22

GE25TB0600000202179730

GIORGI SIKHARULIDZE