უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ბავშვთა საავადმყოფო რუსული ძალების სამიზნე გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 7 ბავშვი და 15 ზრდასრული, მათ შორის ექიმები, შენობიდან მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც Sky News იუწყება, აღნიშნული საავადმყოფო ქალაქ სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქში მდებარეობს.