ავტორი:

სად "გაქრა“ სერგეი შოიგუ? - რუსეთის თავდაცვის მინისტრი 12 დღეა საჯაროდ არავის უნახავს

სად "გაქრა“ სერგეი შოიგუ? - რუსეთის თავდაცვის მინისტრი 12 დღეა საჯაროდ არავის უნახავს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საზოგადოების წინაშე უკვე 12 დღეა არ გამოჩენილა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა Агентство სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი დაკვირვების მიხედვით, სერგეი შოიგუ საჯარო სივრცეში ბოლოს 11 მარტს გამოჩნდა.

11 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ თავდაცვის მინისტრი ესტუმრა ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალს და ჯილდოები გადასცა იმ რუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობდნენ.

18 მარტს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ განიხილა.

კრემლის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა შოიგუც, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა არ გაუვრცელებიათ.

როგორც Агентство წყაროზე დაყრდნობით წერს, სერგეი შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ნახეთ ასევე: