ავტორი:

"რუსი სამხედროები უარს ამბობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაზე"- სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე

"რუსი სამხედროები უარს ამბობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაზე"- სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ სუმის ოლქში რუსი სამხედროები უარს ამბობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

"რუსული ჯარების ზოგიერთი ნაწილი ბრუნდება და უკან მიდის, უარს ამბობს ბრძოლაზე. ეს ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების გენოციდში მონაწილეობაზე ორგანიზებული უარის თქმის უკვე მეორე შემთხვევაა. ერთ-ერთ რუს მეთაურთან საუბრისას ცნობილი გახდა, რომ არც მას და არც მის მებრძოლებს არ აქვთ უკრაინაში ბრძოლის სურვილი“, - განაცხადა მან.