ავტორი:

"თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც დაიწყო რუსეთზე წნეხის განხორციელება მშვიდობის აღსადგენად... მოგიწოდებთ, ეს გააგრძელოთ" - ზელენსკი

"თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც დაიწყო რუსეთზე წნეხის განხორციელება მშვიდობის აღსადგენად... მოგიწოდებთ, ეს გააგრძელოთ" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და მის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება სთხოვა. ამის შესახებ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისთვის გაკეთებული მიმართვისას ისაუბრა.

მან იაპონიას რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობისთვის და სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა.

"პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები გაერთიანდნენ მშვიდობის დასაცავად. მადლობელი ვარ თქვენი სახელმწიფოსი ამ ისტორიულ მომენტში დაფიქსირებული პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე წნეხის განხორციელება მშვიდობის აღსადგენად, ვინც მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ამის კეთება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები ახალი თავდასხმის განხორციელებას გეგმავენ ჩერნობილის ირგვლივ დაკავებული ტერიტორიიდან.

უკრაინაში ახლა მოქმედებს 15 ატომური ბლოკი და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა.

"მსოფლიო ბევრი ახალი კრიზისის ზღვარზეა. გარემოსა და საკვების მიმართულებით არსებული გამოწვევები უპრეცედენტოა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

იაპონიის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას ტაშით შეეგნებნენ, სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ კი პარლამენტარებმა ის ფეხზე ადგომით აპლოდისმენტებით დააჯილდოეს.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.

ასევე იხილეთ:

  • "არ დავიღლებით. დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი