უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს საჯარო სივრციდან გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა რუსი მაღალჩინოსნები ძალიან სწრაფად ქრებიან და საჯაროდ მხოლოდ სერგეი ლავროვი და დმიტრი პესკოვი ჩნდებიან.
"ისინი გაუჩინარდნენ. ასევე არ ვრცელდება სხვა მაღალჩინოსნების სისტემური და მნიშვნელოვანი პროტოკოლური განცხადებები, მათ შორის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელ პატრუშევის, ბორტნიკოვის, ნარიშკინის. ისინიც გაქრნენ სავალდებულო ოქმებიდან. ერთი სიტყვით, ყველა სრულიად გაქრა საჯარო პროტოკოლის სივრციდანაც კი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეში პუტინს მხოლოდ ერთი ერთგული მსახური დარჩა - საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელიც "ზოგჯერ გიჟური განცხადებებით ჩნდება საზოგადოებაში".
"დარჩენილია მხოლოდ ლავროვი, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს საგარეო ბაზრებზე, რომ თუ რუსეთი არ მოკლავს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ ევროპამ შეიძლება რაღაც ცუდი ჩაიფიქროს. პესკოვი, რომელიც პერიოდულად გულწრფელად თვლის, რომ ყველაფერი "სპეციალური ოპერაციის გეგმის მიხედვით" ხდება და ამიტომ აუცილებელია სანქციების მეხუთე პაკეტის მიღება ნავთობის ემბარგოთი და მსოფლიო პორტების დახურვით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოულოდნელად გაუჩინარდა საჯარო სივრციდან. ბოლოს ის საზოგადოებაში 11 მარტს გამოჩნდა.