საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ "რუსეთის საქმე დამთავრებულია“. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე წერს.
მისივე თქმით, "რუსეთის მანქანა“ სწრაფად ჩამოიშლება და ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიჰყვება.
"რუსეთმა გუშინ აღიარა თითქმის 10 ათასი დაღუპული ჯარისკაცი 1 თვეში. ავღანეთში, დღევანდელ რუსეთზე ორჯერ დიდმა საბჭოთა კავშირმა, 10 წელიწადში 14 ათასი დაკარგა. ჩეჩნეთის ორივე სასტიკ ომში რუსეთმა დაკარგა 2-ჯერ ნაკლები.
ეს რიცხვი აჩვენებს, რომ დამთავრებულია რუსეთის საქმე. მე ვპროგნოზირებ არამხოლოდ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას, არამედ იმას, რომ ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიყვება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ასევე იხილეთ: