ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team-ი ავრცელებს.

ფეხბურთელები ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია "რუბინში", ხოლო დავითაშვილი ტულის "არსენალში" ასპარეზობდა. ბოლო დროს აქტიურად იწერება კვარაცხელიას "რუბინიდან" შესაძლო გადაბარგებაზე.

რამდენიმე დღის წინ Match TV წერდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ კლუბში ასპარეზობის გამო კვარაცხელიას ოჯახზე დიდი ზეწოლა იყო.

sportall.ge