ავტორი:

"ეს მთვრალი აგრესორი არსება თავს დამესხა" - რუსეთის მოქალაქის აგრესიული ქმედება თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში (ვიდეო)

"ეს მთვრალი აგრესორი არსება თავს დამესხა" - რუსეთის მოქალაქის აგრესიული ქმედება თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში (ვიდეო)

მოქალაქე მარიკა ჯუღელი თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელზეც ინციდენტია ასახული. კონკრეტულად, ვიდეოში ჩანს რუსეთის მოქალაქის აგრესიული ქმედებები.

"მე რუსი ვარ, დიდება რუსეთს!" - ამბობს ქალბატონი, რამაც ადგილზე მყოფების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ისინი პოლიციის გამოძახებას მოითხოვდნენ, რა დროსაც რუსეთის მოქალაქემ მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

"აი ეს მთვრალი, აგრესორი არსება თავს დამესხა კარფურში... აი ასე შემამკო საკუთარ ქვეყანაში,საკუთარ ქალაქში ამ არსებამ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ამას რომ ვითმენთ" - წერს მარიკა ჯუღელი ვიდეოების კომენტირებისას.

ნახეთ ვიდეო: