ავტორი:

უკრაინაში დაღუპული ქართველები საქართველოში ჩამოასვენეს - ადგილზე იმყოფებოდა პრეზიდენტიც: რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში?

უკრაინაში დაღუპული ქართველები საქართველოში ჩამოასვენეს - ადგილზე იმყოფებოდა პრეზიდენტიც: რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში?

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპულ ქართველი მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა, გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, უკრაინა-რუსეთის ომში, უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. ჯარისკაცები, რუსული ძალების მიერ დაბომბვებს შეეწირნენ.