უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მსოფლიოში ხალხს რუსეთის შეჭრის ერთი თვის თავზე, საჯარო პროტესტისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, ყველა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ადამიანი, თავისუფლება, მშვიდობა და უკრაინა მნიშვნელოვანია.
"რუსეთის ომი არ არის ომი, მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. რუსეთმა ომი თავისუფლების წინააღმდეგ დაიწყო. ეს მხოლოდ დასაწყისია რუსეთისთვის. რუსეთი ცდილობს, ევროპის ყველა ადამიანის თავისუფლება დაამარცხოს, მსოფლიოს ყველა ადამიანის თავისუფლება. ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ მხოლოდ უხეშ და სასტიკ ძალას აქვს მნიშვნელობა.
მსოფლიომ რუსეთი უნდა შეაჩეროს, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. უკვე ერთი თვე, ამდენი ხანი. ეს მე და ყველა უკრაინელს, პლანეტის ყველა თავისუფალ ადამიანს გულს გვწყვეტს. გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში, გახადეთ საკუთარი თავი შესამჩნევი, თქვით, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, თავისუფლება მნიშვნელოვანია, მშვიდობა მნიშვნელოვანია, უკრაინა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზელენსკიმ კიევის ქუჩიდან ვიდეომიმართვაში.
ინფორმაციისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 მარტს, გამთენიისას შეიჭრა.