ავტორი:

რუსეთმა ხიდი გაანადგურა, რითაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტი გაწყვიტა ჩერნიგოვსა და კიევს შორის

რუსეთმა ხიდი გაანადგურა, რითაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტი გაწყვიტა ჩერნიგოვსა და კიევს შორის

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა, მდინარე დესნაზე საკვანძო ხიდი გაანადგურა, რითაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტი გაწყვიტა ქალაქ ჩერნიგოვსა და დედაქალაქ კიევს შორის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ხიდი ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა.

"ქალაქს არ აქვს ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და პრაქტიკულად, არ არის გაზი, ინფრასტრუქტურა კი განადგურებულია", - განაცხადა დენისოვამ.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებას კვლავ განახორციელებენ და გამარჯვების შემდეგ, ახალი ხიდი აშენდება.