ავტორი:

"რუსეთი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის" - სუმის ჯანდაცვის დეპარტამენტი

"რუსეთი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის" - სუმის ჯანდაცვის დეპარტამენტი

რუსული მხარე დაღუპულთა ცხედრებს ყურადღებას არ აქცევს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სუმის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანატოლი კოტლიარმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს.

„ისინი მეორე მხარეს არ სჭირდებათ. გარდაცვლილები არ მიჰყავთ. ისინი ჩვენთან რჩებიან, რაც უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს", - აღნიშნა კოტლიარმა.

მისი თქმით, უსაბუთო ცხედრების იდენტიფიცირება რთულია.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი მებრძოლების გვამების შესანახად 10 მაცივარია შეკვეთილი, თუმცა ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის გადაკეტვის გამო ისინი ჯერ არ მიუტანიათ. ცხედრების უმეტესობა რუსეთს ბელარუსში გადააქვს, სადაც ვაგონებში ათავსებენ და რკინიგზით სახლში აგზავნიან.