ავტორი:

"პატარა ვარსკვლავი... გამარჯვებებზე ოცნებობდა" - 11 წლის უკრაინელი ტანმოვარჯიშე მარიუპოლში, ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

"პატარა ვარსკვლავი... გამარჯვებებზე ოცნებობდა" - 11 წლის უკრაინელი ტანმოვარჯიშე მარიუპოლში, ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

ტანვარჯიშის პატარა ვარსკვლავი, 11 წლის უკრაინელი სპორტსმენი, ეკატერინა დიაჩენკო მარიუპოლში, დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოლექსანდრ შვეცი, გამოცემა Факты-ს მთავარი რედაქტორი აქვეყნებს.

"11 წლის ეკატერინა დიაჩენკო, რიტმული ტანვარჯიშის პატარა უკრაინელი ვარსკვლავი, რომელმაც თავის ასაკობრივ კატეგორიაში არაერთხელ გაიმარჯვა. დიდ გამარჯვებებზე ოცნებობდა და ამის მიღწევის შესაძლებლობაც ჰქონდა.

დაიღუპა მარიუპოლში, სახლის ნანგრევებში, რომელიც მტრის ჭურვმა გაანადგურა“, - წერს შვეცი გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.