ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ,-აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განუცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეებს მეტის გაკეთება დასჭირდებათ და ის მოელის, რომ ნატო-ს ლიდერები „თავდაცვაში ინვესტიციების დაჩქარებაზე“ შეთანხმდებიან.
გარდა ამისა, გენმდივანმა ხაზი გაუსვა, ალიანსის წევრების მიერ კრიზისის ერთობლივი გადაჭრის აუცილებლობაზეც.
“დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მნიშვნელობას, რომლებიც ერთად დგანან ამ კრიზისის წინაშე,”- დასძინა მან.