რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში კიდევ ორი ბავშვი მოკლეს: მარიუპოლში 11 წლის გოგონა, იასნაია პოლიანაში კი 14 წლის ბიჭი დაიღუპა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ Telegram-ში განაცხადა.
მისი თქმით, მარიუპოლში ასევე დაღუპულია ერთი და დაჭრილია 5 ადამიანი.
"დღეს შევიტყვეთ, რომ დონეცკის ოლქში რუსებმა კიდევ 2 ბავშვი მოკლეს: მარიუპოლში 11 წლის გოგონა, იასნაია პოლიანაში - 14 წლის ბიჭი. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი - დაიჭრა“, - განაცხადა კირილენკომ.