ჰიუნდაი ფელისეიდი-ბრენდის ყველაზე დიდი SUV-ია რომელსაც აქამდე იცნობდით. ჰიუნდაიმ საზოგადოებას ავტომობილი 2018 წელს წარუდგინა, დახვეწილი ვიზუალის, ტევადი სივრცისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით Palisade-მა მალევე შეძლო ავტოინდუსტრიის ყურადღების მიპყრობა და დღემდე 18 საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა, მათ შორის: საუკეთესო დიდი ზომის SUV, საუკეთესო სამ რიგიანი SUV, საუკეთესო საოჯახო ავტომობილი,2020 წლის საუკეთესო ავტომობილი, მომხმარებელთა რჩეული ავტომობილი.
სივრციდან გამომდინარე, ფელისეიდი განსაკუთრებით კომფორტულია საოჯახო მოგზაურობებისთვის, მით უმეტეს თუკი ქალაქგარეთ გასვლა ხშირად გიწევთ.
ავტომობილი 8-ადგილიანია და სავარძლების სამი რიგი აქვს. საბარგულის მინიმალური მოცულობა 509 ლიტრია, რომელიც საბარგულის ახდისას მარცხენა მხარეს ინტეგრირებული ღილაკების მეშვეობით შეიძლება კიდევ გაიზარდოს. შეგიძლიათ დაკეცოთ მესამე და მეორე რიგის სავარძლები- ამ შემთხვევაში საბარგულის მოცულობა 2446 ლიტრია.
ინტერიერი:
ფელისეიდის ინტერიერი დიზაინის დახვეწილი დეტალებითა და უახლოესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა. სალონისთვის გამოყებულია ტყავის ქსოვილი (NAPPA). ტყავით არის გაწყობილი საჭეც.
აღსანიშნავია, რომ ინტერიერში ბოთლისა და ჭიქის ჯამში 16 ჩასადები (12 ჭიქისა და 4 ბოთლის ) და 7 USB პორტია.მეორე რიგში ჩასადებები განლაგებულია ცენტრალურ კოსნოლზე და წყვილ-წყვილად უკანა ორივე კარზე, მესამე რიგში კი 4 ჩასადები განთავსებული ავტომობილის მარცხენა და მარჯვენა მხარეს კარებზე, ხელის დასადებთან
ფელისეიდის ინტერიერი ასევე აღჭურვილია:
უსაფრთხოება
ფელისეიდში 6 უსაფრთხოების ბალიშს ვხვდებით. ავტომობილის წინა ნაწილში განთავსებული ოთხი საჰაერო ბალიში მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის უსაფრთხოებისთვის არის დამონტაჟებული ხოლო გვერდითა გრძელი ბალიშები ყველა მგზავრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
PALISADE-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე
SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:
"ჰუინდაი ავტო საქართველოში Palisade 3.47 ლიტრიანი ბენზინის, 2.199 ლიტრიანი CRDI ტურბო დიზელის ძრავებით არის წარმოდგენილი. ავტომობილი სრულამძრავიანია და აქვს HTRAC-სისტემა, რომელიც ოფროუდ-გამავლობის 3 რეჟიმს მოიცავს: თოვლი/ ტალახი/ქვიშა. Palisade-ს აქვს ასევე სვლის 4 რეჟიმი: ეკო, სმარტი, კომფორტი და სპორტი.
ფელისეიდის შეძენის შემთხვევაში ანგარიშსწორება შეგიძლიათ როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე სასესხო პროდუქტების გამოყენებით.
მოდელზე დეტალური ინფორმაციისთვისა და ტესტ-დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/36iWa1d
"ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.
(R)