ავტორი:

პესკოვი მიიჩნევს, რომ "დიდი ოცეულის" მთავარი ეკონომიკური ჯგუფიდან რუსეთის გაძევებით "საშინელი არაფერი მოხდება"

პესკოვი მიიჩნევს, რომ "დიდი ოცეულის" მთავარი ეკონომიკური ჯგუფიდან რუსეთის გაძევებით "საშინელი არაფერი მოხდება"

კრემლი, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ბაიდენი, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთის "დიდი ოცეულის" მთავარი ეკონომიკური ჯგუფიდან გაძევებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კრემლის შეხედულებების მიხედვით, მათთვის „დიდი ოცეულიდან“ გაძევება დამღუპველი არ იქნება.

"დიდი ოცეულის“ ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, საშინელი არაფერი მოხდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.