ავტორი:

"უკრაინაში ქართველი გმირები საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ემსხვერპლნენ" - გახარია

"უკრაინაში ქართველი გმირები საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ემსხვერპლნენ" - გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ბერიაშვილის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"დღეს თითოეული ჩვენთაგანისთვის, საქართველოს, უკრაინის მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, ოჯახისთვის უმძიმესი დღეა. თითოეული ქართველი გმირი, რომელიც ემსხვერპლა თავისუფლებისთვის ბრძოლას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას, სად მოხდა, იქ რაც ხდება, დღეს უკრაინაში, ეს საქართველოს ბრძოლაც არის და საქართველოს ბედიც წყდება იქ. ამიტომაც ჩვენ თავისუფლად და თამამად უნდა ვთქვათ, რომ ეს გმირები ემსხვერპლნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ვინც იქ იბრძვის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს, მინდა მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და გამარჯვება ვუსურვო", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ.