"დილით დგები და ლოცულობ, რომ არ მიიღო სატელეფონო ზარი ახლობლის გარდაცვალებაზე" - ბაიდენმა უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს "ყასაბი" უწოდა

"დილით დგები და ლოცულობ, რომ არ მიიღო სატელეფონო ზარი ახლობლის გარდაცვალებაზე" - ბაიდენმა უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს "ყასაბი" უწოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "ყასაბი" უწოდა. აღნიშნული განცხადება მან დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ლტოლვილების დანახვის შემდეგ ბაიდენმა უპასუხა, რომ პუტინი "ყასაბია".

"თითოეულმა ბავშვმა თქვა რაღაც: "ილოცე მამაჩემისთვის, ბაბუაჩემისთვის ან ჩემი ძმისთვის, რომელიც იქ იბრძვის“. მახსოვს, როგორია, როცა ვინმე ომის ზონაში გყავს. ყოველ დილით დგები და ფიქრობ, უბრალოდ ფიქრობ და ლოცულობ, რომ არ მიიღო [მისი გარდაცვალების შესახებ] სატელეფონო ზარი“, - დასძინა ბაიდენმა.