რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ქალაქ ლვოვს სასწრაფო დახმარების მანქანა აჩუქა. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანას ლვოვში კარდინალი კონრად კრაიევსკი ჩაიყვანს, რომელიც დასავლეთ უკრაინის ქალაქში დღეს გაემგზავრა და დაახლოებით 18 საათის მგზავრობის შემდეგ, პაპის საჩუქარს ლვოვის ხელისუფლებას გადასცემს.
შეგახსენებთ, 24 მარტს, რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნები სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო.
ცნობისთვის, 23 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კათოლიკე ეკლესიის მეთაური უკრაინაში მიიწვია და იქვე მადლობა გადაუხადა პონტიფიკოსს „ომის წინააღმდეგ მკაფიო და მტკიცე პოზიციისთვის“.