უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის დედა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი შვილი სოხუმსა და ცხინვალშიც იბრძოდა.
"დღეს გადაასვენებენ პოლონეთში. ეს თითი ჰქონდა დარჩენილი და სამუშაოდ არავინ არ იღებდა, მობეზრებული ჰქონდა... თითები რომ არ ჰქონდა, ეს არსად არ წავა და რა კარგია-მეთქი, ვამბობდი ჩემთვის. პოლონეთიდან მერე ამერიკაში მიდისო, მისი მეუღლე ამბობდა.
სოხუმის ომი მოიარა, ცხინვალიც მოიარა, ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა... ერთი თითი ჰქონდა მარტო", - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, ქალაქ ირპენთან მომხდარი შეტაკების დროს ქართველი მებრძოლი, 51 წლის დავით გობეჯიშვილი გარდაიცვალა.
ის კიევში 4 დღის წინ ჩავიდა.