„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი 1-ელ აპრილამდე შეძლებს. აქციის ფარგლებში, ტოიოტას სხვადასხვა მოდელის ავტომობილებისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისზე სპეციალური ფასები ვრცელდება.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის, ასევე, Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლები აღნიშნულ კომპლექსურ სერვისს 100 ლარად მიიღებენ, Toyota Corolla-ს მფლობელები - 120 ლარად, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის შემთხვევაში - 135 ლარად.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ძრავის ძველი ზეთისა და ფილტრის ახალი, ორიგინალი წარმოების ვერსიებით დროულად ჩანაცვლება უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხო, ეკონომიურ და გამართულ მუშაობას, რითაც ავტომობილის საესპლუატაციო ვადაც იზრდება.
კომპანიის ცნობით, ცენტრში ნებისმიერ ტექნიკურ სერვისს „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ, მომხმარებელს პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.
მომხმარებელი, რომელსაც სპეცშეთავაზებით სარგებლობა სურს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
NS