ავტორი:

კრემლი ამბობს, რომ ბაიდენის კომენტარები პუტინთან დაკავშირებით "საგანგაშოა" და ყურადღებით მიადევნებს თვალ-ყურს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს

კრემლი ამბობს, რომ ბაიდენის კომენტარები პუტინთან დაკავშირებით "საგანგაშოა" და ყურადღებით მიადევნებს თვალ-ყურს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ შაბათს გაკეთებული კომენტარი "საგანგაშო" იყო. ინფორმაციას "როიტერსი“ ავრცელებს.

პესკოვის თქმით, ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებების ყურადღებით თვალ-ყურის მიდევნებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ვიზიტად მყოფმა თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი "ვერ დარჩება ხელისუფლებაში". თუმცა, მოგვიანებით მან განმარტა, რომ ის არ ითხოვდა რეჟიმის შეცვლას და რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რუსეთში რეჟიმის შეცვლის პოლიტიკა.