უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა, დაადასტურა, რომ სამშობლო დატოვა და ენტონი ჯოშუასთან გასამართი რემატჩისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, მებრძოლს ბრიტანელთან ორთაბრძოლა გაზაფხულზე ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გეგმები შეიცვალა. 35 წლის უსიკი მშობლიურ ქვეყანაში ჩავიდა, იარაღი აისხა და ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა დაიწყო.
"გადავწყვიტე, ენტონი ჯოშუასთან რემატჩისთვის მზადება დავიწყო. მეგობრების დიდი ნაწილი მხარს მიჭერს, დანარჩენს მშვიდობა არ მოგკლებოდეთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ასე უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ვიდრე ავტომატით კიევის გარშემო სირბილით. უკრაინა, ყველაფერი კარგად იქნება" - წერს უსიკი. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: