აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის უკან არ წაიღებს, მის საკამათო კომენტარს იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი "არ შეიძლება, ხელისუფლებაში დარჩეს", თუმცა მან განაცხადა, რომ რეჟიმის შეცვლას არ ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დღეს, თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ არფერზე "უკან არ იხევს".
"მე მორალურ აღშფოთებას გამოვხატავდი, რასაც ვგრძნობდი პუტინის ქცევისა და ამ ადამიანის ქმედებების მიმართ. მე არც მაშინ და არც ახლა არ გამოვხატავ პოლიტიკის ცვლილებას", - განაცხადა ბაიდენმა.