ავტორი:

"ვურჩევ ყველას, ვინც მიდის მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციასთან, არაფერი ჭამონ და არ დალიონ" - დმიტრო კულება

"ვურჩევ ყველას, ვინც მიდის მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციასთან, არაფერი ჭამონ და არ დალიონ" - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კულებას აღნიშნული განცხადება რომან აბრამოვიჩის და უკრაინის დელეგაციის 2 წევრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

"მე ვურჩევ ყველას, ვინც მიდის მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციასთან არაფერი ჭამონ და არ დალიონ. სასურველია, რომ თავი აარიდონ ზედაპირებზე შეხებას“, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, The Wall Street Journa-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს მოწამვლის სიმპტომები აქვთ. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 29-30 მარტს, სტამბოლში იმართება.