ავტორი:

აბრამოვიჩი, ერდოღანი, ჩავუშოღლუ და სხვები - ფოტო და ვიდეო კადრები სტამბოლიდან, სადაც რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აბრამოვიჩი, ერდოღანი, ჩავუშოღლუ და სხვები - ფოტო და ვიდეო კადრები სტამბოლიდან, სადაც რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. ორი ქვეყნის დელეგაცია სტამბოლში იმყოფება.

მათ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდა და მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს მიმართა.

ერდოღანის განცხადებით, ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან "მყარ შედეგებს ველოდოთ."

მისი განცხადებით, არსებული ტრაგედიის დასრულება ორივე მხარეზე - უკრაინასა და რუსეთზეა დამოკიდებული.

"ვფიქრობ, ახლა ისეთ პერიოდში ვართ, რა დროსაც მყარ შედეგებს უნდა ველოდოთ მოლაპარაკებებისგან. თქვენ ქმნით მშვიდობის საფუძველს თქვენი ლიდერების დირექტივების მიხედვით“, - განაცხადა ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებისას. მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩიცაა ჩართული.

თურქული სააგენტო "ანადოლუ" შეხვედრის ამსახველ კადრებს აქვეყნებს:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/sbVKUxvlURY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ნახეთ შეხვედრის ამსახველი პირველი კადრები:

აღნიშნული ფოტო შეხვედრის დაწყებამდეა გადაღებული

ნახეთ ვიდეო: