ავტორი:

"სანამ რუსები სიკვდილს თესავენ, ისინი აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას" - რას წერს უკრაინის პირველი ლედი გმირ ექიმებზე? (ფოტო)

"სანამ რუსები სიკვდილს თესავენ, ისინი აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას" - რას წერს უკრაინის პირველი ლედი გმირ ექიმებზე? (ფოტო)

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ომის დაწყების დღიდან სოციალურ ქსელში აქტიურობს. ის მუდმივად ყვება ქვეყანაში მომხდარი ამბების შესახებ და წერს, ისტორიებს გმირებზე, რათა მსოფლიოს გააგებინოს რა მდგომარეობაშია უკრაინა...

ამჯერად თავის ახალ პოსტში მარიუპოლის დაბომბვისას საავადმყოფოში გარდაცვლილ ექიმზე საუბრობს და იმ ექიმებზე, რომელიც ომს არ შეუშინდნენ და გმირულად, ბომბების ქვეშ აგრძელებენ საკუთარი მოვალეობის შესრულებას

ოლენა ზელენსკა:

- გაიცანით, ის ნამდვილი ექიმია ანატოლი ბორისოვიჩ კაზანცევი, რომელიც მარიუპოლში ბავშვთა ინფექციურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. როდესაც ომი დაიწყო, მან არ დატოვა სამსახური და პაციენტებს და სწორედ სამსახურში გარდაიცვალა.

ანატოლი კოლეგებმა საავადმყოფოს ეზოში დაკრძალეს. უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 ექიმი დაიღუპა და 13-ზე მეტი საავადმყოფო განადგურდა. რუსი თავდამსხმელები ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. თუმცა სანამ ისინი სიკვდილს თესავენ, ექიმები, როგორიცაა ანატოლი ბორისოვიჩი, აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას.

აქ არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია - ანდრეი სვისტი და მისი მეუღლე ოლგა, ექიმები ნეიროქირურგიის ინსტიტუტიდან. რომოდანოვი ორი კვირის განმავლობაში ეხმარებოდა ოკუპირებული ბუჩას მცხოვრებლებს. სწორედ ანდრეიმ გადაარჩინა გოგონა საშა, რომელსაც ოკუპანტებმა ესროლეს. მის შესახებ წინა პოსტებში ვისაუბრე.

ხარკოვში კი რეგიონული პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი ირინა კონდრატოვა ცეცხლის ქვეშ მუშაობს. მას ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამის ანგარიში მისცა, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს უკრაინელი ექიმების ბედი და ჩვენი ხალხის ტანჯვა.

და კიდევ რამდენი ასეთი თავდადებული ექიმია, რომელთა შესახებ ჩვენ უბრალოდ (ჯერ) არ ვიცით! ძვირფასო ექიმებო, ყოველი სიცოცხლე, რომელსაც გადაარჩენთ უკრაინის გამარჯვებაა! იმიტომ რომ ქვეყანა პირველ რიგში ხალხია. ჩვენ ძლიერები ვართ ზუსტად იმიტომ, რომ ერთმანეთი ვიხსნათ და თქვენი შრომა აახლოებს მშვიდობას!