საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა განიხილა რუსეთის პოზიცია, მარიუპოლისთვის, ჰუმანიტარული მისიის შესახებ.
როგორც Sky News-ი იუწყება, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ იფიქრებდა.
როგორც კრემლში აღნიშნავენ, ლიდერებმა ასევე, რუსეთის გადაწყვეტილება განიხილეს, ევროკავშირისთვის, რუსული გაზის მიწოდებისთვის, რუბლებში გადახდის მოთხოვნის შესახებ.