ავტორი:

"უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან - კომპრომისები სუვერენიტეტსა და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე არ იქნება" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან - კომპრომისები სუვერენიტეტსა და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე არ იქნება" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, უკრაინულ მხარეს ესმის ყველა რისკი და ვერ ხედავს მიზეზს, რომ ენდოს იმ სიტყვებს, რომლებიც მომდინარეობს იმ სახელმწიფოს გარკვეული წარმომადგენლებისგან, რომელიც აგრძელებს ბრძოლას მათი განადგურებისთვის.

"უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა, როგორც შემოჭრის ამ 34 დღის, ასევე დონბასში ომის ბოლო რვა წლის განმავლობაში, უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება ენდო. შედეგის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა მან.

უკრაინის პირველმა პირმა დასძინა, რომ რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს.

"არ შეიძლება იყოს კომპრომისები სუვერენიტეტსა და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ეს არ იქნება. ეს მკაფიო პრინციპებია. ეს არის მკაფიო ხედვა შესაძლო შედეგის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.