ავტორი:

ზუგდიდში ორი პირი დააკავეს, რომლებიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ

ზუგდიდში ორი პირი დააკავეს, რომლებიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ

ზუგდიდში ორი პირი დააკავეს, რომლებიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ. მათი დაკავება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სისხლის სამართლის 236-ე მუხლის, მესამე და მეოთხე ნაწილებით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლასწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, დამზადებას, გადაზიდვა, გადაგზავნას გულისხმობს.