ავტორი:

"ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად" - ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს

"ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად" - ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატებს მოუწოდა, დამატებითი შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას და რუსულ ხომალდებს საზღვაო პორტებით სარგებლობის საშუალება არ მისცენ.

ნორვეგიის პარლამენტისადმი მიმართვისას ზელენსკიმ ითხოვა გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

"ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად. ამასთან, რუსეთს არ უნდა შეეძლოს თავისუფლად ისარგებლოს მსოფლიო პორტებით. ეს არის გლობალური საზღვაო უსაფრთხოების საკითხი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებს ბლოკავს, რაც მეკობრეობას უტოლდება. ზელენსკის თქმით, მთელი კონტინენტის მომავალი ახლა უკრაინაში წყდება.