ავტორი:

"გზაზე მიმავალმა ქალმა მიმიყვანა ტყესთან, ეს იყო ზღაპრული ადგილი... სახლი ჩვეულებრივი იყო" - წალკაში აშენებული რანჩო, რომლითაც მხატვარმა ოცნება აისრულა

"გზაზე მიმავალმა ქალმა მიმიყვანა ტყესთან, ეს იყო ზღაპრული ადგილი... სახლი ჩვეულებრივი იყო" - წალკაში აშენებული რანჩო, რომლითაც მხატვარმა ოცნება აისრულა

მხატვარი თეა ალავერდაშვილი ხელოვანების ოჯახში დაიბადა, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. თეას ცხოვრება მთლიანად ხელოვნებას უკავშირდება. წლების განმავლობაში დაინტერესებული იყო გობელენით, ფეხსაცმლის დიზაინით, მხატვრობით, მინიატურული სახლების შექმნით. ბოლო პერიოდში ძალები მოსინჯა ვიტრაჟის მიმართულებით და საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა. თეას ხელოვნების მიმართულებით დიდი გეგმები აქვს. წალკაში აშენებს რანჩოს, სადაც, როგორც თავად ამბობს, ხშირად გაიმართება "ხელოვნების ზეიმი“.

- დავიბადე თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. დედა მსახიობი, მამა კი მხატვარია. ბავშვობიდან ჩვენ სახლში მუდამ ხელოვნების ზეიმი იყო. მამა ელექტროგიტ არაზე უკრავდა, უსმენდა როკს. დედა გვიყვება, იავნანა ჩემგან არ გაგიგიათ, სულ როკს უსმენდითო. როცა მე და ჩემი ძმა წამოვიზარდეთ, მშობლებს ხშორად დავყავდით თეატრსა და კინოში. როცა თეატრში ახალი სპექტაკლი იდგმებოდა, ან კინოთეატრებში ახალი ფილმი გამოდიოდა, ზოგჯერ სკოლასაც გვაცდენინებდნენ. დავყავდით ჯაზ კონცერტებზე. მოკლედ ძალიან გიჟი ოჯახი ვიყავით, არაორდინალური, ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებულები. ეს მე და ჩემს ძმას გენეტიკურად გადმოგვეცა. დღეს ის შტატებში მუსიკოსია, მე კი მხატვარი გახლავართ.

- მრავალფეროვანი შემოქმედებითი ბიოგრაფია გაქვთ. როგორ მიხვედით მხატვრობამდე?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გენეტიკური კოდით დაიწყო. ბავშვობაში კინოთეატრის ფოიეში სახლის მაკეტი ვნახე, რამაც ფაქტიურად ჩემს ქვეცნობიერში სამუდამოდ დატოვა კეთილი კვალი. იმ ემოციებმა გადაწყვიტა ჩემი პროფესიაც. დავამთავრე ჯერ სამხატვრო ლიცეუმი გობელენის განხრით, შემდეგ სწავლა აკადემიაში გავაგრძელე.ნიჭი და მიდრეკილება ხელოვნების მიმართ სულ მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მეცვლებოდა გემოვნება. სხვადასხვა სფეროები მაინტერესებდა. თავიდან დავიწყე ფეხსაცმელების მოდელების ხატვა. მალევე გამოჩნდნენ მსურველები, ვისაც უნდოდა მათთვის შემეკერა და უნებურად ჩამოვყალიბდი ფეხსაცმლის დიზაინერად. გარკვეული პერიოდი ვიმუშავე ამ ხაზით. შემდეგ დავოჯახდი და ასე ვთქვათ ტაიმ-აუტი ავიღე. რაღაც პერიოდი წყვეტა მქონდა ჩემს პროფესიასთან, მაგრამ გამჩენი რომ არ მოგასვენებს, ხომ გაგიგიათ...

- მინიატურებით როგორ დაინტერესდით?

- ერთ დღეს მოულოდნელად წავედი სამხატვრო მაღაზიაში, ვიყიდე თიხა და ათასი წვრილმანი. იმ ღამეს არ მძინებია. გავაკეთე ძველი თბილისური სახლი. ძალიან გახარებული ვიყავი, თითქოს ბავშობაში დავბრუნდი, იმ კინოთეატრის ფოიეში, სადაც პირველად სახლის მაკეტი ვნახე. მას შემდეგ ვაკეთებ მინიატურებს, ძირითადათ სახლებს. მომწონს ევროპული გოთიკური სტილი. ამის შემდეგ მხატვრობაზე გადავედი, კერძოდ ფერწერაზე. ეს მუზამ და ამავე დროს აუცილებლობამაც მოიტანა და გეტყვით რატომაც...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები