ავტორი:

სერგეი ლავროვის თქმით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების შედეგები შეიძლება შეფასდეს როგორც პოზიტიური წინსვლა

სერგეი ლავროვის თქმით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების შედეგები შეიძლება შეფასდეს როგორც პოზიტიური წინსვლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

ლავროვი მოლაპარაკებებს წინ წაწეულ ნაბიჯად მიიჩნევს.

თუმცა, მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული შედეგი.

"სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების შედეგები შეიძლება შეფასდეს როგორც პოზიტიური წინსვლა. ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული შედეგი“, - განაცხადა ლავროვმა ავღანეთის მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მესამე კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესია კიევის მიერ უკრაინის არაბირთვული და ბლოკსმიღმა სტატუსის დადასტურება. ასევე, უკრაინის დელეგაციის მიერ იმის გაგება, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები საბოლოოდ არის გადაწყვეტილი.