ავტორი:

როდის განახლდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - რას ამბობს დავით არახამია პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრასა და ნეიტრალიტეტზე?

როდის განახლდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - რას ამბობს დავით არახამია პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრასა და ნეიტრალიტეტზე?

როდის განახლდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - რას მბობს დავით არახამია პუტინ-ზელენკის შესაძლო შეხვედრასა და ქვეყნის ნეიტრალიტეტზე?

უკრაინას ნეიტრალიტეტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, შესაძლოა, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდეს, - ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელმა ხალხმა - და არა პოლიტიკოსებმა - ეროვნულ რეფერენდუმზე უნდა მიიღოს.

არახამიამ განმარტა, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას სამი მილიონი მოქალაქის ხელმოწერა დასჭირდება.

"ეს არის დიდი პროცედურა, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს მშვიდობიანი ტერიტორიის გარეთ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ ითხოვს, უკრაინის ნეიტრალიტეტია. მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღიაა ამ იდეისთვის, იმ პირობით, თუ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

არახამიას განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1-ელ აპრილს განახლდება.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში გაიმართება.

"თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ახლა საჭიროა ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა. რუსულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ მანამდე საჭიროა უფრო შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტი. იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყნების პრეზიდენტები შეხვდებიან. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგეს რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე,“- აღნიშნა დავით არახამიამ.