დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინაში მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, რათა დაეხმარონ რუსეთის შემოჭრისგან დაცვაში. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
„დღევანდელი დღის შედეგად უკრაინას მეტი ლეტალური დახმარება ექნება. რიგმა ქვეყნებმა წარმოადგინეს ახალი იდეები და უფრო მეტი ფულის დაპირება“, - განუცხადა ჟურნალისტებს უოლესმა 30-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორის მასპინძლობის შემდეგ კონფერენციაზე.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ლეტალური დახმარება მოიცავს უფრო შორი მანძილის სააარტილერიო დანადგარებს, საბრძოლო მასალას და უფრო მეტ საზენიტო იარაღს.