ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონი განცხადებით, ავსტრალია უკრაინაში Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას გაგზავნის.
”ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, ვაგზავნით ჩვენს საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯავშან ჟილეტებს. გავაგზავნით ჩვენს ჯავშანმანქანებს, ჩვენს Bushmaster-საც“, - განაცხადა მორისონმა.
მისი თქმით, ჯავშანმანქანებს უკრაინაში Boeing C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადააგზავნიან. ამასთან, ავსტრალიის პრემიერმა არ დააკონკრეტა, რამდენი ჯავშანმანქანა გაიგზავნება, ან როდის.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ავსტრალიის პარლამენტს მიმართა და ავსტრალიური წარმოების Bushmaster-ის მანქანების მიწოდება ითხოვა.