უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო რუსული მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინულმა სამხედრო ვერტმფრენებმა ბელგოროდში ნავთობსაცავზე ავიაიერიში მიიტანეს, სოციალურ ქსელში ირონიული შინაარსის პოსტით ეხმიანება.
ცნობისთვის, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი კი "ტელეგრამის" არხზე წერს, რომ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინულმა სამხედრო ვერმფრენებმა საცავზე ავიაიერიში მიიტანეს.
"ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად.
ნავთობის საცავში ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის ავიადარტყმის შედეგად გაჩნდა. მსხვერპლი არ არის", - წერს რეგიონის გუბერნატორი.