ავტორი:

პროფესიის არჩევის წარმატებული ფორმულა - Future Professionals' Club - მომავალი პროფესიონალების კლუბი

პროფესიის არჩევის წარმატებული ფორმულა - Future Professionals' Club - მომავალი პროფესიონალების კლუბი

“21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანი საშუალოდ 6-ჯერ იცვლის პროფესიას.” ეს გახლავთ ამონარიდი გაეროს მეთაურობით შექმნილი დოკუმენტიდან - „21st Century Skills, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა.

პროფესიის არჩევა ნამდვილად რთული პროცესია, განსაკუთრებით იმ ასაკში როდესაც ჩამოყალიბებული აზრი და შეხედულება არ გაქვს გარკვეული საკითხებისადმი. გიჩნდება ეჭვები და მუდმივად ფიქრობ - რამდენიმე წლის შემდეგ რომ აღარ მომეწონოს ეს საქმე? მოთხოვნადი რომ აღარ იყოს? ამ ყველაფერთან გამკლავება და გადაწყვეტილების მიღება დღეს გამარტივდა.

რამდენიმე წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ალექსანდრე ჯეჯელავამ და მისმა გუნდმა შეიმუშავეს პროფესიის არჩევის მეთოდი, რომელიც თანამედროვე მიდგომებზეა დაყრდნობილი და მიზნად ისახავს თითოეული აბიტურიენტისთვის კონკურენტული უპირატესობის და წარმატებული სტრატეგიის შექმნას. სწორედ ასე შეიქმნა Future Professionals' Club - მომავალი პროფესიონალების კლუბი.

თუ მე-20 საუკუნეში აქცენტი ერთ პროფესიაზე კეთდებოდა, რომელიც მთელი ცხოვრების არჩევანი უნდა ყოფილიყო და კარიერული ცხოვრება ამ გადაწყვეტილებაზე უნდა აეგო ადამიანს, დღეს ეს მიდგომა სრულად შეიცვალა.

21-ე საუკუნეში საჭირო გახდა მეტი მოქნილობა და რამდენიმე პროფესიის დაუფლება. ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ უნარების განვითარება, რომელიც ახალგაზრდას პროფესიულ ცხოვრებაში განსაკუთრებულ წარმატებას მოუტანს.

მომავლის პროფესიონალების კლუბში გაიგებთ ბევრ საინტერესო, ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას პროფესიის არჩევის ირგვლივ. პროგრამა ეხმარება ახალგაზრდებს სწორად შეარჩიონ პროფესია განსხვავებული მეთოდით, დაგეგმონ პროფესიული მომავალი და შექმნან მათთვის უნიკალური კარიერული გეგმა.

"ანა ცოცხალაშვილი სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესის" მოსწავლეა. ამბობს, რომ უჭირდა პროფესიის არჩევა, დაბნეული იყო და არ იცოდა რა მიმართულებით წასულიყო. სწორედ ამ დროს მოხვდა მომავალ პროფესიონალთა კლუბში. ანას თქმით, კურსის გავლის შემდეგ დარწმუნებულია რომ ცხოვრებაში პროფესიას რამდენჯერმე შეიცვლის.

,,ჩემთვის ამ პროგრამამ ძალიან პროდუქტიულად ჩაიარა, რადგან მომეცა შესაძლებლობა ბოლომდე ჩამოვყალიბებულიყავი იმ ყველაფერში, რაც მანამდე ცოტა მაბნევდა. ჩემი დამოკიდებულება ახლა ბევრად უფრო მშვიდი და თავდაჯერებულია, ქაოსი და დაბნეულობა უკან მოვიტოვე.”

ანა სხვებს ურჩევს რომ დაისახონ მიზანი, გახდნენ სხვებზე გამორჩეული და მოთხოვნადი (მაგალითად იშვიათი უცხო ენით), ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობები, დაავიწროვონ იმ ქვეყნებისა და უნივერსიტეტების სია, სადაც სურთ სწავლის გაგრძელება. გაიკითხონ სასურველი პროფესიის აქტუალობა, ანაზღაურება, მომავალი.

,,ნუ შეგეშინდებათ პროფესიების შეცვლის, და თუ მაინც ვერ გრძნობთ იმ თავდაჯერებასა და გაბედულებას, რომელსაც ასე გინდათ რომ გრძნობდეთ, მაშინ ჩაეწერეთ ამ პროგრამაში და თქვენი აზრები თავისით დალაგდება, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით” - ამბობს ანა ცოცხალაშვილი.

რა უნდა გახდეს კონკურენტული უპირატესობა? როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია? როგორ გავარჩიოთ საყვარელი და სასარგებლო საქმე? რა უნარები უნდა გქონდეს 21-ე საუკუნეში რომ წარმატებული იყო? როგორ უნდა ჩაერთოს მშობელი პროფესიის არჩევის პროცესში? ყველა ამ კითხვაზე პასუხს მომავლის პროფესიონალების კლუბში გაიგებთ.

3 თვიან პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მოითხოვეთ პროგრამის უფასო გზამკვლევი გაიგე მეტი და დაესწარი ვებინარს, სადაც შეძლებ დასვა კითხვები თქვენი და თქვენი შვილის პროფესიის არჩევის ირგვლივ.

R