ავტორი:

"მომხდარი ვერ აღიქმება კომფორტული პირობების შექმნად მოლაპარაკებების გასაგრძელებლად" - პესკოვი ბელგოროდში ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარზე

"მომხდარი ვერ აღიქმება კომფორტული პირობების შექმნად მოლაპარაკებების გასაგრძელებლად" - პესკოვი ბელგოროდში ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარზე

ცალსახად მომხდარი ვერ აღიქმება კომფორტული პირობების შექმნად მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. პესკოვის განცხადებით, მიიღება ზომები, რათა ნავთობით რეგიონის მომარაგება შეუფერხებლად განხორციელდეს.

"ბელგოროდის ვითარებასთან დაკავშირებით, ცხადია, ეცნობა პრეზიდენტს. ჩვენ ვიცით, რომ საგანგებო სამსახური გაემგზავრა ადგილზე და ხორციელდება ზომები, რათა მოხდეს ნავთობით მომარაგების ჯაჭვების რეორგანიზება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ რაიმე შეფასებას. ეს მაინც პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ. ოპერაციის დროს ჰაერში რუსეთის უპირატესობა აბსოლუტური ფაქტია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რაც შეეხება მომხდარს, შეფასება არა ჩვენ, არამედ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა უნდა გააკეთონ“,- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენის მიზეზი ორი უკრაინული ვერტმფრენის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა იყო, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე შევიდნენ.