ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოვა დრო და ისაუბრებს, თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გასული წლის ოქტომბერში თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცზე იმყოფებოდა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინაში გავლენები აქვს, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილად იქნა გამოყენებული.
"სიღრმეებში შესვლას ვერიდებით რუსეთის ღია აგრესიის ობიექტი ქვეყნის ხელისუფლებასთან, რაც არ უნდა მათ გარკვეული განცხადებები ჰქონდეთ საქართველოს დამაზიანებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ გავლენები, რომელიც სამწუხაროდ აქვს ამ ქვეყანაში "ნაციონალურ მოძრაობას“, ჰიბრიდული ომის ნაწილად იქნა გამოყენებული. მათი ნებისმიერი კონტაქტის გამოყენება ჰიბრიდული ომის ნაწილად ხდება. იცით, რომ უკრაინის ხელისუფლებაში სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფლობენ და იკავებენ საკმაოდ ისეთ პოსტებს ფორმალურად და არაფორმალურადაც, რომელიც შემდეგ მათ საშუალებას აძლევს მაგალითად ისეთი განცხადებები გააკეთონ, რომ - "ჩვენ უკვე დაველაპარაკეთ და მოველაპარაკეთ უკრაინის ხელისუფლებას პრეზიდენტის ჩართვის შესახებ“. ამას ჩვენს ქვეყანას ოპოზიციის წარმომადგენლები ამცნობენ და მსგავსი საკითხები ბევრია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც სააკაშვილი ემუქრება იგორ დოლგოვს და შემდეგ მას ხსნიან თანამდებობიდან, ბუნებრივია, ეს ლოგიკურ ბმაშია.
დღეს, ბევრი რამე ვიცი და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მაქვს და მათ შორის, შემიძლია დაგიანონსოთ - რაც მე პოლიტიკაში ვარ და ზოგადად, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი არასწორი ინფორმაციის გახმოვანება მომიწია ტრუსკავეცთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, რომ შენიშნეთ და სხვა ჩემი არასწორი ინფორმაცია არ გახსენდებათ. ამასთან დაკავშირებითაც მოვა დრო და ვილაპარაკებ საიდან მქონდა მე ეს ინფორმაცია. დღეს, მე ამას შემთხვევით არ ვამბობ. საიდან მქონდა მე ეს ინფორმაცია, ჩემით მომაფიქრდებოდა ან არ დამესიზმრებოდა, ალბათ, ყველა დამემოწმებით”, - განაცხადა მდინარაძემ.
ასევე იხილეთ: