ავტორი:

"ასეთი მაგარი შენაძენი ბათუმს არ ჰყოლია, გაიხარე, ძმაო" - ხვიჩა კვარაცხელია უკვე ბათუმშია: რა განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ფეხბურთელთან შეხვედრისას

"ასეთი მაგარი შენაძენი ბათუმს არ ჰყოლია, გაიხარე, ძმაო" - ხვიჩა კვარაცხელია უკვე ბათუმშია: რა განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ფეხბურთელთან შეხვედრისას

რამდენიმე დღის წინ ბათუმის "დინამომ“ დაადასტურა, რომ რუსეთიდან წამოსული ცნობილი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას დროებით საქართველოს ჩემპიონის რიგებში განაგრძობს.

ყაზანის "რუბინშიც“ განაცხადეს, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი შეჩერდა. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს ახალ კლუბში გადასვლა 30 ივნისამდე შეეძლოთ და ამისთვის კლუბის თანხმობა საჭირო არ იყო.

როგორც ირკვევა, ხვიჩა კვარაცხელია ბათუმშია. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფეხბურთელს შეხვდა და ბათუმის "დინამოში" წარმატებები უსურვა.

"ასეთი მაგარი შენაძენი ბათუმს არ ჰყოლია, გაიხარე, ძმაო. წარმატებებს გისურევ მთელი სულით და გულით" - განაცხადა რიჟვაძემ კვარაცხელიასთან შეხვედერისას.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშები 2 აპრილს განახლდება. ქართველი გულშემატკივრების ინტერესი ბათუმის "დინამოს" მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. ბათუმელთა ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

იხილეთ ვიდეო